ფბ-ის გატეხვასთან დაკავშირებით ლექტორის ვერსია ეჭვქვეშ დადგა - უნივერსიტეტის ეთიკის კომისია 

24 მაისი 2019, 18:51 3771 ნახვა

ბათუმის უნივერსიტეტის ეთიკის საბჭომ, სექსუალური შევიწროების საქმეზე, დამატებით სამ სტუდენტს მოუსმინა.  შეხვედრის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ეთიკის კომისიის სახელით განცხადება გააკეთა. 

"მოვისმინეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისგან, არის მტკიცებულებები, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დადგა მეორე მხარის პოზიცია, რომ მისი ფბ არის გატეხილი" - განაცხადა ანზორ ბერიძემ.

სტუდენტების მიერ მოსმენილი სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე, კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება. 

ეთიკის კომისია მეორე მხარესაც მოუსმენს. 

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, კომისია დასკვნას ძალიან სწრაფად დადებს და მიმართავს უნივერსიტეტის ლექტორს შესაბამისი რეაგირებისთვის. 

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი შეცვალა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას“ გულისხმობს. აქამდე კი ''სტუდენტის საქმეს'' 150-ე „იძულების“ მუხლით იძიებდნენ. 

მეორე კურსის სტუდენტმა, 21 მაისს თქვა, რომ ლექტორის მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. შემთხვევიდან ერთ დღეში, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.

მახარაძე ბათუმის საკრებულოს დეპუტატია. ის სტუდენტის ბრალდებას სექსუალური შევიწროების შესახებ უარყოფს და ამბობს, რომ ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გაუტეხეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი