მოსახლეობის 21% ამბობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს - NDI

21 მაისი 2019, 13:13 2149 ნახვა

კითხვაზე - თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? ​NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% პასუხობს, რომ ''არა''.

თავს დასაქმებულად გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს. 2018 წლის აპრილის კვლევით, ეს მაჩვენებელი 39 პროცენტი იყო.

სოფელში მცხოვრები მოქალაქეების 67% ამბობს, რომ სამსახური არ აქვს. 

მკვლევარები განმარტავენ, რომ კითხვაში იგულისხმება ნახევარი და სრული განაკვეთი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული, მთავარია თქვენს საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი. 

59% -დან  რომელიც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 35% აფიქსირებს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს. 24 პროცენტი პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის ძებნით. 16% ამბობს, რომ დიასახლისია. 6% კი სტუდენტი. 

NDI-ის ცნობით, მოსახლეობის 21 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის დასაქმებული და ეძებს სამსახურს.

კვლევა 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. სულ 2 927 ადამიანი გამოკითხეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში