სასტუმრო აღჭურვილობის და სამედიცინო ტურიზმის გამოფენა

10 მაისი 2019, 14:00 1226 ნახვა

ტრადიციული კერძები, ხელნაკეთობები,   ღირსესანიშნაობები -  ყველაფერი ის, რაც ტურიზმს უკავშირდება დღეს ერთ სივრცეში მოექცა. ბათუმი საერთაშორისო ტურიზმის, სასტუმრო აღჭურვილობისა და სამედიცინო ტურიზმის გამოფენას მასპინძლობს. მასში 10 ქვეყნიდან 80-მდე კომპანია მონაწილეობს, როგორც ტურისტული ასევე სამედიცინო. გამოფენის მთავარი მიზანი რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი ბიზნესურთიერთობები და მოახდინონ საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაცია. ტურიზმი აჭარის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი წამყვანი სფეროა.

გამოფენას დღეს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება. ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „ჯეონეტ ექსპოა“.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში