პლაჟთან ახლოს დაშვებული მშენებლობა

02 მაისი 2019, 11:43 238 ნახვა

უკვე აშენებული და მშენებარე  კორპუსები ქალაქის კიდევ ერთ საკურორტო ზონაში.   ბათუმის შემდეგ, მაღალსართულიანი მშენებლობები აქტუალური ხდება  კვარიათში. დეველოპერების ინტერესში  სანაპირო ზოლი მოექცა.  

ადგილობრივები შიშობენ, რომ მალე ზღვის ხედს აქ ბეტონის კედელი ჩაანაცვლებს. მოქმედი კანონმდებლობით ზღვიდან  ხმელეთზე არანაკლებ 100 მეტრისა, მშენებლობები დაუშვებელია. სანიტარული ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სანიტარულ ზონებში, კაპიტალური მშენებლობების ნებართვებს განიხილავდა 2005 წელს გაუქმდა.  

ძალადაკარგულად გამოცხადდა ასევე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ნორმებსა და წესებს განსაზღვრავდა, თუმცა ამ დრომდე მოქმედია 1998 წელს მიღებული კანონი, რომელშიც ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ჩანაწერი აკრძალვაზე სანაპირო ზოლში მშენებლობებთან დაკავშირებით, უცვლელი დარჩა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი