''წუხელ ღამის 3 საათზე მოვიდნენ პოლიციელები'' - ეკა ბესელიას კადრების ხელმეორედ გავრცელების საქმე

27 მარტი 2019, 00:00 6377 ნახვა

პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ხელმეორედ გავრცელების საქმეზე პოლიციამ მოზარდი დააკავა. ფარული ჩანაწერი youtubze ორი კვირის წინ აიტვირთა და ფაილზე მითითებული იყო სავარაუდო გამომქვეყნებელის სახელი და გვარი. 

ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ დაიბლოკა.  

გუშინ გვიან დააკავეს სავარაუდოდ ვიდეოს გამოქვეყნებაში ბრალდებულ 18 წლის აბიტურიენტი, რომლის დეიდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ სამართალდამცველები მათთან სახლში გვიან ღამით მივიდნენ. 

"წუხელ, ღამის 3 საათზე მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, რომ ეძებდნენ ამა და ამ პიროვნებას. ამბობდნენ, რომ ჯარში გამოიძახეს და უნდა წავიყვანოთო. ისიც გვითხრეს, რომ მალე გამოუშვებდნენ.  დაიწყეს სახლის ჩხრეკა, ამ ეტაპზე სხვა არაფერი ვიცით". 

დაკავებულის და კი მაუწყებელს უყვება, რომ მის ძმა აბიტურიენტია და დროებით დეიდასთან იყო. თამარი ირწმუნება, რონ ფარულ ჩანაწერების გავრცელებასთან მის ძმას საერთო არაფერი არ აქვს.

დაკავებული ახალგაზრდა ბიჭის დედის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სახლი შუახევშიც გაჩხრიკეს, სადაც ცხოვრობენ. დედა არ გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავების ფაქტსაც. ირწმუნება, რომ ბრალდებულის მამა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში