გამოსახლების პროცესი გადაიდო

28 თებერვალი 2019, 00:00 1672 ნახვა

მორიგი გამოსახლება ბათუმში, გორგილაძის 5 ნომერში. ანთიძეებს კერძო მევახშის მოთხოვნით აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები ასახლებდნენ. ოჯახის დიასახლისი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ორჯერ გამოიძახეს. გამოსახლება გადაიდო.

იპოთეკით დაზარებულებმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს ხელისუფლებას მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით. იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დრომდე ხელისუფლება 60 დაზარალებულს დაეხმარა. დარჩენილია კიდევ 55 ოჯახი, რომლებსაც გამოსახლება ემუქრებათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში