ოჯახი ხელისუფლებას ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის გადმოსვენებას სთხოვს

19 თებერვალი 2019, 00:00 1313 ნახვა

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის დროულად გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დავით რაზმაძის ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა შედეგები მათთვის უცნობია.გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლეს. ლიბიაში, შორეულ ნაოსნობაში 43 დღის წინ, ქართველი მეზღვაური სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

ამავე კატეგორიაში