სტადიონის პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა

04 აგვისტო 2016, 00:00 4857 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად ჩატარდება. სტადიონის პროექტის ღირებულება 33 მილიონი დოლარია. საფეხბურთო მოედანი 8 ჰექტარ ფართობზე გაშენდება. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში