ბარბარეს ეკლესიის ფასადი შავი საღებავით შეღებეს

16 იანვარი 2019, 00:00 6869 ნახვა

უცნობმა პირებმა წმ. ბარბარეს ეკლესიის ფასადი, ასევე  ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო ბილიკზე ამოტვიფრული აფორიზმები, შავი საღებავით, ე.წ. პულივიზატორით შეღებეს.

ვანდალური ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მამა შიო პაიჭაძემ ატვირთა.  

''ვანდალური ქმედება წმ.ბარბარეს ტაძარზე, ასევე მიმდებარე ბილიკზე, სადაც მაღალი ტექნოლოგიით არის ამოტვიფრული, შოთა რუსთაველის აფორიზმები-შეღებილია იგივე საღებავით! ფაქტია, რომ ეს არის მიზანმიმართული ბოროტება! მჯერა, რომ სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ ვანდალურ აქტს'' - წერს მღვდელმსახური. 

ბარბარეს ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეღება ეკლესიის ფასადი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ''სანდასუფთავების'' სამსახურის თანამშრომლები შეღებილ ტროტუარს მოაწესრიგებენ. 

 

ამავე კატეგორიაში