ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება

01 იანვარი 2019, 00:00 1434 ნახვა

დღეიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება. შემოწმებას  მსუბუქი ავტომობილებიც გაივლიან. სიახლე მსუბუქი ავტომობილის მფლობელებს ეტაპობრივად შეეხება და ეს ავტომობილის რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული.ოთხ წლამდე ავტომობილებს ტექდათვალიერება არ მოეთხოვებათ, 4-დან 8 წლამდე მანქანები შემოწმებას  ორ წელიწადში ერთხელ გაივლიან.

რვა წლის და უფრო ძველი ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ყოველწლიურად დაექვემდებარებიან.ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარია.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლმა ხარვეზი ერთ თვეში უნდა გამოასწოროს. განმეორებითი შემოწმება იგივე ტესტირების ცენტრში უფასოა. თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირისთვის კი სანქცია 200 ლარით განისაზღვრა. 

ამავე კატეგორიაში