ნანგრევებში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

15 ნოემბერი 2018, 00:00 2258 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი დედა და შვილი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები მცირეწლოვან ბავშვს და ქალს რამდენიმე საათის განმვლობაში ეძებდნენ. ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. 

''დასრულდა სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა - დაზიანდა მზიდი კედლები, რამდენიმე სართული ჩანგრეული და ფილები ჩაცვენილი იყო. ამის გამო, სამაშველო მოქმედებები საკმაოდ გაგრძელდა. მაშველები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ძალიან ფრთხილად მუშაობდნენ. ღონისძიებების შედეგად, ნაპოვნია დედა და შვილი, ორივე გარდაცვლილი.  მინდა, რომ ოჯახს მივუსამძიმრო'' - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. 

საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, აფეთქების შედეგად სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა, სადაც დედა და ერთ წლამდე ბავშვი იმყოფებოდნენ.

ზემო ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი