მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს - კენჭისყრა დაიწყო

28 ოქტომბერი 2018, 00:00 2009 ნახვა

აჭარაში 348-ვე უბანი გახსნილია. ოქლებში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი 8:00 საათზე უკვე ყველა მათგანში დაიწყო და საღამოს 20:00 დაიხურება.  აჭარაში სულ 296 ათას 52 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ბათუმში 102 უბანი და ერთი სპეცუბანი იმუშავებს. ქალაქის მასშტაბით სულ 143 372 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ფოტოები ბათუმის #61-ე უბანშია გადაღებული.  პირველი ამომრჩეველი, რომელიც უბნის გახსნისთანავე შევიდა ხმის მისაცემად. 

ამომრჩეველს ჯერ ამოწმებენ ხომ არ აქვს გაკეთებული მარკირება. 

თუ მარკირება არ დაფიქსირდა, ამომრჩეველს ცერა თითზე ასხამენ მარკირების სითხეს. 

პირადობის მოწმობით ეძებენ ამომრჩევლის სახელს და გვარს სიაში და მის გასწვრივ აწერინებენ ხელს. 

გადმოგცემენ ბიულეტენებს და ამომრჩეველი შედის კაბინაში, სადაც ვერავინ ხედავს და ის ხაზავს მხოლოდ ერთ, სასურველ კანდიდატს. 

დაკეცილ  ბიულეტენს ათავსებენ კონვერტში და აგდებენ ყუთში. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში