საწვავზე ფასების ზრდა ხმოვანი სიგნალით გააპროტესტეს

21 ოქტომბერი 2018, 00:00 12741 ნახვა

მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა დღეს ბათუმში საწვავის ფასის გაზრდა აქცია - პერფორმანსით გააპროტესტეს. რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო ხიმშიაშვილის ქუჩა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვდნენ.

მძღოლების თქმით აქცია სპონტანურად დაიგეგმა, მასში ქალაქში არსებული ავტოკლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ისინი სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიან პროტესტს არ გამორიცხავენ.

ამავე კატეგორიაში