ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებული ბათუმში გადმოიყვანეს

13 ოქტომბერი 2018, 00:00 3866 ნახვა

სოფელ დიოკნისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

ავტომანქანაში მყოფ სხვა დაშავებულებს მათ შორის ერთ არასრულწლოვანს დახმარება ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გაეწიათ და მალევე ბინაზე გაეწერნენ. ავტოავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში