მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს

19 სექტემბერი 2018, 00:00 1592 ნახვა

მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს. მთავრობის მეთაური ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ყველა ქართველი ჩვენი სამშობლოს აქტივია.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს  პრემიერ-მინისტრმა და სენატორებმა. მხარეებმა ყურადღება ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს, ასევე – საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ რეფორმებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მნიშვნელოვან თანამშრომლობას.

ამავე კატეგორიაში