სოფელ ვაშლოვანში დაჭრილი ქალი რეანიმაციაში რჩება

13 აგვისტო 2018, 00:00 1851 ნახვა

სოფელ ვაშლოვანში დაჭრილი ქალი ისევ რეანიმაციაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურად მძიმეა. იგი ბათუმში რეანომობილით გუშინ გადმოიყვანეს.  

40 წლამდე ასაკის ქალს მეზობელმა  ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა.სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც დაზარალებულის მეუღლემ  „მთავარს“ განუცხადა  მეზობლებს შორის დაპირისპირება ორი კვირის წინ მობილური ტელეფონის მოპარვის ბრალდებით დაიწყო, რომელიც   შემდეგ გამწვავდა.

ამავე კატეგორიაში