ტრაგიკული ინციდენტი ინდონეზიაში

16 ივნისი 2018, 00:00 1567 ნახვა

ტრაგიკული ინციდენტი ინდონეზიაში. ახალგაზრდა კაცი დედის დაკრძალვის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.  სამგლოვიარო ცერემონიის დროს, რომელიც 15 ივნისს სულავესის კუნძულზე მიმდინარეობდა,  რამდენიმე მამაკაცს მიცვალებულის კუბო სპეციალურ პოსტამენტზე კიბით აჰქონდა.  

ამ დროს  არამყარი კონსტრუქცია ჩამოიშალა. ადამიანები ძირს  ჩამოცვივდნენ, ხოლო კუბო, რომელიც მათ მაღლა აჰქონდათ, მიცვალებულის 40 წლის ვაჟს თავზე დაეცა. მამაკაცის გადარჩენა სცადეს, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

ამავე კატეგორიაში