მახინჯაურში სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ

12 ივნისი 2018, 00:00 1639 ნახვა

მახინჯაურში, ჰორტენზიის  ქუჩაზე  მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს აპროტესტებს. თამარ ნაკაშიძე ამბობს, რომ გასასახლებელთა სიაში მოხვდა თუმცა   საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან რეაგირებას  6 თვეა ელოდება. რაც შეეხება იმ ოჯახები, რომლებიც  განსახლების სამოქმედო გეგმაში  არ მოხვდნენ, აცხადებენ, რომ   მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად გამოწვეული ბიძგები  საფრთხეს უქმნის სახლებს.  

მათივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების გამო ვერ მიიღეს  დამსვენებლები.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსის ინფორმაციით ნაკაშიძეების ოჯახმა შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარი განაცხადა, მაგრამ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.  რაც შეეხება სხვა ოჯახებს , მიხეილ უჯმაჯურიძე განმარტავს, რომ უნდა მიმართონ ზედამხედველ კომპანიას და მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა სახის ზიანი მიადგა მათ სახლებს. 
სინქრონი

ამავე კატეგორიაში