სამზადისი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

24 მაისი 2018, 00:00 2181 ნახვა

სამზადისი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის. ყინულის სასახლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ბათუმში მშენებარე სპორტული კომპლექსი დღეს მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. ამ ეტაპზე კანადიდან ჩამოტანილი ლითონის მზა კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

პარალელურად, უკვე აშენებული შენობის კარკასის კედლების ამოყვანა ხორციელდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს "სტადიონი" ახორციელებს. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრის ჩასატარებლად, ასევე, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად.

ამავე კატეგორიაში