ვაზის ირგვლივ ცემენტი ამოყარეს

27 აპრილი 2018, 00:00 2104 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს დილით, ვანდალურ ფაქტზე წერდა. ბათუმში, ბესიკისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში, ტროტუარის მოწესრიგების დროს, კომპანიის მუშებმა ვაზი ''ჩააცემენტეს''. 

ფაქტმა მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერეს და ფოტოებიც გამოაქვეყნეს. 

დღის ბოლოს კი, უკვე ''გათავისუფლებული'' ვაზის ფოტოებიც გამოჩნდა.

მანანა ძიძიშვილი, რომელიც გუშინ ფაქტის შესახებ წერდა აღნიშნავს, რომ ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები ოპერატიულად მივიდნენ და ხარვეზიც გამოასწორეს. 

 

ამავე კატეგორიაში