ნარკოდანაშაული

27 იანვარი 2018, 00:00 4006 ნახვა

2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე ოპიუმი, 100 შეკვრამდე დაფასოებული ე.წ. სირეცი, 576 ცალი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები, ბიოს შემცველი 500 ფირფიტა, 296 აბი ექსტაზი, ასევე 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღო პოლიციამ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში