ნიუ-იორკში, მანჰეტენის ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა /პირდაპირი/

11 დეკემბერი 2017, 00:00 2832 ნახვა

ფოტო: რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში, მანჰეტენის ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობას ატარებდა. დაკავებული დაჭრილია. ინციდენტთან დაკავშირებით, მერვე გამზირი ცოტა ხნით დაიბლოკა და სატრანსპორტო გადაადგილება შეფერხდა.

შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადებია მობილოზებული. პერიმეტრიდან ევაკუაცია განხორციელდა. გაურკვეველი მოწყობილობის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

ვიდეო: Fox News 

ამავე კატეგორიაში