გაუფასურებული ლარი

15 ნოემბერი 2017, 00:00 2717 ნახვა

ლარი ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 69,55%-ია.  ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან  დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია და ამ ბაზრისთვის ეს ცვალებადობა დამახასიათებელია.

მისივე ინფორმაციით,  შესაძლებელია მონეტარული  პოლიტიკა გამკაცრდეს. მესტვირიშვილი განმარტავს, რომ თუ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება ინფლაციის   საფრთხე შექმნას,  სწორედ ამას დაუკავშირდება მონეტარული  პოლიტიკის  გამკაცრება. ლარის კურსთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა  საკანონმდებლო ორგანოშიც.  ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს. მმართველი პარტია კი ლარის დევალვაციას სხვადასხვა მიზეზით ხსნის.

ამავე კატეგორიაში