მიწისძვრის კადრები, რომელმაც 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა /ვიდეო/

13 ნოემბერი 2017, 00:00 6537 ნახვა

ირანსა და ერაყის საზღვარზე მომხდარმა მიწისძვრამ, რამოდენიმე ქალაქი მთლიანად გაანადგურა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი უსახლკაროდ დატოვა. გარდაცვლილია 400 ზე მეტი ადამიანი.

7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დანგრეულია ახლომდებარე ქალაქების უმეტესობა, ოფიციალური მონაცემებით 400 000 ადამიანი უსახლკაროდ  დარჩა. მხოლოდ ირანში 400 გარდაცვლილია, თუმცა შესაძლებელია ეს რიცხვი გაიზარდოს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ შენობების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს. 

საავადმყოფოები გადავსებულია, ექიმები დახმარებას დაშავებულებს ქუჩებსა და ეზოებში უწევენ.

კატასტროფის ზონაში აქტიურად მუშაობენ "წითელი ნახევარმთვარის" თანამშრომლები, თურქეთმა სპეცსამსახურები გააგზავნა მოსახლეობის დასახმარებლად. რეგიონში ჩასულია გაეროს ჰუმანიტარული დახმარებაც.

შეგახსენებთ ეპიცენტრში დღეს დილით ნაკლები სიმძლავრის, მაგრამ საშუალო კატეგორიის 4.6 მაგნიტუდის ბიძგები კვლავ განმეორდა.

როგორც ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგები განმარტავენ - ეს იყო ძლიერი კატეგორიის მიწისძვრა და შესაძლოა ბიძგები კვლავ განმეორდეს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში