გიგა ოთხოზიას საქმე

23 ივნისი 2016, 00:00 3529 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ე.წ.სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს. კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით. იგი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა. დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის ცნობით, საქმე შემდგომში გადაეცემა სასამართლოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი