ქართველმა მძლეოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

05 ნოემბერი 2017, 00:00 2008 ნახვა

სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდი  წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა, როცა ატაცში 217 კილოგრამი დაძლია, დღეს კი რეკორდი გააუმჯობესა და 220 კილოგრამი დაძლია. ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ქართველმა მძლეოსანმა დღეს საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ლაშა ტალახაძეს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა, რომელიც მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დაესწრო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი