ანგელა მერკელი კანცლერად მეოთხედ აირჩიეს

25 სექტემბერი 2017, 00:00 1757 ნახვა

საქართველოს პრემიერი იქნება პირველი ოფიციალური პირი, რომელსაც 27 სექტემბერს, გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანელი ულტრამემარჯვენეები პირველად  იქნებიან წარმოდგენილი  გერმანიის პარლამენტში.

მემარჯვენე რადიკალებმა ტრადიციული მძიმეწონიანი პარტიების შესუსტება და მეორე მცდელობით ბუნდესტაგში 13 პროცენტიანი მხარდაჭერით მოხვედრა შეძლეს.  ამ არჩევნებში ანგელა მერკელის მმართველმა ბლოკმა ხმების ათამდე პროცენტი დაკარგა, თუმცა ქვეყანაში უმსხილესი პოლიტიკური ძალის სტატუსი მაინც შეინარჩუნა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში