მემორანდუმი შსს-სა და ცესკოს შორის

19 სექტემბერი 2017, 00:00 2512 ნახვა

არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით  შსს-მ და ცესკო-მ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ.

დოკუმენტით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები. მემორანდუმის მთავარი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა.

ამავე კატეგორიაში