აჭარის უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა

05 სექტემბერი 2017, 00:00 1659 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა: ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლია ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში და გრანტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს. 
პირველი საკითხის მომხსენებლი ხვიჩა შარაშიძე სხდომაზე არ იმყოფებოდა. დეპუტატებმა თემაზე არ იმსჯელეს და საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.  ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს სხადასხვა სახის გრანტის მიღება პირდაპირ შეეძლებათ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში