კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება - შოუ-ბიზნესიდან პოლიტიკაში

28 აგვისტო 2017, 00:00 7803 ნახვა


მომღერალი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ის პოლიტიკაში კონკრეტული გეგმებით მოდის. ამბობს, რომ პირველ რიგში ქალაქის იმიჯსა და პოპულარობაზე უნდა იზრუნოს. კახაბერ ცისკარიძის თქმით, მისი მთავარი მიზანია ბათუმი ხელოვნების ქალაქი გახდეს. „კახაბერი – კახა მერი“ -  წინასაარჩევნოდ ეს მომღერლის ერთ-ერთი მთავარი დევიზი იქნება.

„ბათუმმა და ბათუმელებმა, მთელი ქყვენის მასშტაბით პოპულარული გამხადეს. ვთვლი, რომ მათთან ვალში ვარ. მინდა ჩემი ენერგია, იდეები და გამოცდილება ზღვისპირა ქალაქს მოვახმარო. ხალხის თანადგომით, ერთიანი ძალებით ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალოთ“ - ამბობს მომღერალი.

კახაბერ ცისკარიძე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გააცნობს.  

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში