ტერაქტი ბარსელონაში

18 აგვისტო 2017, 00:00 2067 ნახვა

სამდღიანი გლოვა ბარსელონაში. ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზრდა. 100-ზე მეტი დაშავებული კი ისევ საავადმყოფოებში რჩება. დაშავებულებს შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა რამდენიმე მათგანი რამბლას მოედანთან ახლოს იმყოფებოდა.

ისინი “მთავართან” მომხდარის დეტალებს იხსენებენ. ბარსელონაში მოქალაქეებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს,  ტერაქტის ადგილზე შეიკრიბნენ და თავდასხმის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს კოორდინაციაში იყვნენ საკონსულოსთან და გაითვალისწინონ ესპანეთის პოლიციის რეკომენდაციები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი