ოკუპაციის მუზეუმი ერგნეთში

08 აგვისტო 2017, 00:00 2103 ნახვა

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ახლადგახსნილ "2008 წლის აგვისტოს მუზეუმს" დაეხმარება, რომელიც სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან მდებარე უახლოესი სახლის მარანში დღეს გაიხსნა.  

ექსპოზიციის მოწყობის იდეა თავად სახლის მეპატრონეს ლია ჩლაჩიძეს, ომის დროს კასეტური ჭურვით სახლის განადგურების შემდეგ გაუჩნდა. სახლის აღდგენის შემდეგ კი, მარანში ყველა ის ნივთი გამოფინა, რომელიც ომს გადაურჩა.

გამოფენის გახსნას დღეს კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების საკითხებში მინისტრი, ოპოზიციური პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში