მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა

09 ივნისი 2016, 00:00 2789 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა. მხარეებს შორის ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და განათლებისა და კულტურის საკითხებზე გამახვილდა. იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და იმედი გამოთქვა, რომ იტალიელი ინვესტორებისა და ტურისტების რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება. იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოღვაწეობს.

ამავე კატეგორიაში