საჯარო განხილვა

30 ივნისი 2017, 00:00 1537 ნახვა

უნდა დაფინანსდეს თუ არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მისტერ და მის პლანეტისა და ფეშენ ვიკის ღონისძიებები? საკითხზე   ბათუმის საკრებულოში საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორი ესწრებოდა, რომელმაც კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის კომერციული ღონისძიებებისთვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა არ უნდა იხარჯებოდეს.  ორგანიზატორები ღონისძიებების ჩასატარებლად დაახლოებით 90 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვენ. მისტერ და მის პლანეტა ბათუმში  ორჯერ უკვე ჩატარდა. იგი გასულ წელს აჭარის  განათლების სამინისტრომ თავისუფალი პროექტების ფარგლებში დააფინანსა, რაზეც უწყებამ წელს უარი განაცხადა. 

ამავე კატეგორიაში