მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნისი 2017, 00:00 5284 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა.

მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ გამოაცხადა. დღის მთავარი ღონისძიება, ამ წუთებში ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომზე მიმდინარეობს.

მეზღვაურებს, პროფესიულ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  აჭარის მთავრობის თავჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები მიულოცავენ, რის შემდეგაც,  ქართველი მეზღვაურებს საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და პირველად ზღვაზე ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის,   მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცემათ. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში