ლონდონში 24 სართულიან შენობაში ხანძარს 79 ადამიანი ემსხვერპლა

23 ივნისი 2017, 00:00 2290 ნახვა

ლონდონში გრინფელს თაუერის ხანძარი მაცივრის აალებით დაიწყო. ასეთია პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგი. სამართალდამცველების განმარტებით, ცეცხლი  შენობის ფასადურ მასალას მოედო, რომელიც უხარისხო იყო და უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა.

ლონდონში 24 სართულიან შენობაში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 79 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე კატეგორიაში