ავტოავარიის მორიგი მსხვერპლი

20 მაისი 2017, 00:00 4161 ნახვა

ბათუმში დღეს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს გზის გადაკვეთისას დაეჯახა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა სამართალდამცავებს ადგილზევე ჩაბარდა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში