ნაურუ შეერთებული შტატების მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს

11 მაისი 2017, 00:00 1528 ნახვა

ნაურუ შეერთებული შტატების მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს. ,,რადიო ახალი ზელანდია" დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით  ხელმოწერილ აქტს ეხმაურება.

რადიოსადგურის ინფორმაციით, ნაურუმ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები დამოუკიდებელ რეგიონებად აღიარა, შესაბამისად მასზე გავრცელდა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომელიც დეფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებად ცნობს.

დოკუმენტი იმ ქვეყნების მხარდაჭერას  კრძალავს, რომელიც ამ ორ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. რადიოსადგურის ცნობით, მაშინ როდესაც ნაურუმ ამ ორ რეგიონთან კავშირებს მხარი დაუჭირა, ტუვალუმ და ვანუატუმ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ  ქვეყნებად აღიარებაზე უარი თქვა. რადიოსადგური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკა მთავარი ფინანსური დონორია ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომლებიც დახმარებას უწევენ ნაურუს.

ამავე კატეგორიაში