2017 წლის მარტში ავტოავარიის შედეგად 20 არასრულწლოვანი დაზარალდა

03 მაისი 2017, 00:00 3686 ნახვა

2017 წლის მარტში ავტოავარიის შედეგად 20 არასრულწლოვანი დაზარალდა. ინფორმაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია მოცემული. საქსტატის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო არასრულწლოვანებთან ერთად 150 სრულწლოვანი დაშავდა. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 69 პირის მიმართ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დანაშაულზე აღძრა.

რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ევროპაში ლიდერი ქვეყანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად 581 პირი დაიღუპა და 9 951 ადამიანი დაშავდა. რაც შეეხება ქვეითებს, გზებზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2 159 კი, დაშავდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვაა.

ამავე კატეგორიაში