მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

24 აპრილი 2017, 00:00 3438 ნახვა

ძლიერმა ქარმა ზიანი მიაყენა ხულოს მუნიციპალიტეტსა. სოფელ ვაშლოვანში ვახტანგ მელაძის საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. გვიან ღამით ძლიერი ქარი იყო შუახევშიც, რომელმაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში შენობა-ნაგებობების სახურავები დააზიანა. მსგავსი სიტუაციაა უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლაკლაკეთშიც. ქარმა სახურავი ახადა დაწყებითი სკოლის შენობას, დააზიანა როინ  და ნუგზარ ველიაძეების სახლები და მთლიანად დაანგრია ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობა.

დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დენი არ მიეწოდებოდა ჭვანის, წყალსაყრის, შუბნის, ოლადაურის და დღვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. დილიდან ენერგომომარაგება აღუდგა ოლადაურის სოფლებს. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“-შუახევის მომსახურების ცენტრის ინფრომაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შუახევს დღის მეორე ნახევარში აღუდგება.

მაღალმთიანი ზონის სოფლებში თოვს. მუნციპლაიტეტებში 24 საათის განმავლობაში მუშაობს საგანგებო შტაბი. რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ამ დროისთვის უცნობია.
 

ამავე კატეგორიაში