ბინები  ეკომიგრანტებისთვის

21 მარტი 2017, 00:00 3485 ნახვა

თამარ მეფის დასახლებაში  ახალაშენებულ  სოციალურ სახლში ბინების მისაღებად სულ 70 განაცხადია შესული. საცხოვრებელი 58 ოჯახზეა გათვლილი. აჭარის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ქობულეთის გამგეობასთან  შეხვედრა გამართეს, სადაც  ბინების განაწილების კრიტერიუმებზე ისაუბრეს. გადანაწილება გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მოხდება, ასევე აუცილებელია  განმცხადებელი რეგისტრირებული იყოს  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების  ერთიან მონაცემთა  ელექტრონულ ბაზაში. ოჯახების დაკმაყოფილება მათი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მოხდება.

ამავე კატეგორიაში