04 ნოემბერი 2024, 09:39 786 ნახვა

„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ უცხო ინვაზიური სახეობები, გავლენის შემცირება ეკოსისტემაზე

უცხო ინვაზიურ სახეობებზე ვსაუბრობ  დღეს გადაცემაში, რომლის მართვის, კონცეფციის პროექტი- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადდა.

საერთაშორისო ჩარჩო-რეგულაციების გათვალისწინებით შემუშავებული კონცეფცია იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოში - უცხო ინვაზიური სახეობების ადგილობრივ სახეობებზე, ეკოსისტემებზე და ადამიანის კეთილდღეობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირების სამართავად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი მპასუხობს კითხვებზე, პროექტთან მიმართებაში.