16 მაისი 2021, 16:30 3628 ნახვა

20 მილიონი აჭარის მუნიციპალიტეტების განახლებისთვის

✅ რა კრიტერიუმებით და რომელი პროექტები შეარჩია სპეციალურმა კომისიამ აჭარის მუნიციპალიტეტებში "განახლებული რეგიონები"-ს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად.

✅ რამდენს შეადგენს პროექტების ღირებულება, როგორ გადანაწილდება გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტებზე, რომელი უწყება და რა კრიტერიუმებით შეარჩევს განმხორციელებელ კომპანიებს და იქნება მაკონტროლებელი ვალდებულებების შესრულებაზე.

✅ რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმართვა და რატომ ხედავს კორუფციის რისკებს და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან კავშირს ოპოზიცია პრემიერის ინიციატივაში.

✅ სტუმრები: კოტე კანდელაკი - ექსპერტი თვითმმრთველობის საკითხებში, რეზო ხარაზი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ტიტე აროშიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ინტერვიუები მუნიციპალიტეტების მერებთან.