ფოლკლორული მუსიკის უნიკალური ნიმუშების დამუშავება-კატალოგიზაცია
დღევანდელი, 15 თებერვლის გადაცემაში მნიშვნელოვან სიახლეზე ვისაუბრეთ. იწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში დაცული ფოლკლორული მუსიკის უნიკალური ნიმუშების დამუშავება-კატალოგიზაცია.
„კონტაქტის" სტუმრები იყვნენ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე და ეთნომუსიკოლოგი ლოლა სურმანიძე .
თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა თბილისის კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე.