# ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო საღამოზე

03 აპრილი 2024, 17:13 1503 ნახვა

# ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო საღამოზე

#კონტაქტი

მარტის ბოლოს დედაქალაქში კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც ბათუმის ქალთა აკადემიურმა კამერულმა გუნდმა იოსებ კეჭაყმაძის ორი ნაწარმოები „შემოდგომა“ და „თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ „ შეასრულა.

როგორია იოსებ კეჭაყმაძის როლი ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებაში და მის ნაწარმოებებს რა ადგილი ეთმობა ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის რეპერტუარში - ამაზე დღევანდელი , 3 აპრილის გადაცემაში ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზაირა ვადაჭკორიამ და გუნდის მთავარმა დირიჟორმა გელა ვადაჭკორიამ ისაუბრეს.