31 იანვარი 2021, 16:26 3025 ნახვა

ნაწილობრივ მოხსნილი შეზღუდვები და ბიზნესის პროტესტი

ვინ და რა პირობებით განაახლებს მუშაობას 1 თებერვლიდან, რატომ არ გაიხსნა სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი" და როგორ განხორციელდება კონტროლი ბიზნესისთვის სავალდებულო ტესტირების პროცესზე - შეკითხვებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე პასუხობს.

რას მოუტანს შეზღუდვების შემსუბუქება ტურიზმის სექტორს აჭარაში, რამდენად თანმიმდევრულია გადაწყვეტილებების მიღებაში ხელისუფლება და რა როლს ითამაშებს რეგულარული საერთაშორისო ფრენების განახლება დარგის გამოცოცხლებაში - შეკითხვებს ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი პასუხობს.

 რამდენად აქვს გააზრებული ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიური შეზღუდვების შედეგად შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმე, რატომ არ იხსნება ბიზნესის ცალკეული სექტორები და აქვს თუ არა სახელმწიფოს მოქმდების გრძერლვადიანი გეგმა ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმების თავიდან ასაცილებლად - შეკითხვებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ლილუაშვილი პასუხობს.