24 ნოემბერი 2023, 14:34 1387 ნახვა

ქალები ბიზნესში - სტატისტიკა და რეალობა | მთავარი ეკონომიკაში | 24.11.2023

2022 წელს ბიზნეს სექტორში 108 ათასით ნაკლები ქალი იყო დასაქმებული, ვიდრე კაცი - რა როლს თამაშობს ქალთა სამეწარმეო და ეკონომიკური ინიციატივების წახალისებაში ქალთა სივრცეების არსებობა - კითხვებს "ბათუმის ქალთა კლუბი"-ს თავმჯდომარე გურანდა გოგიტიძე პასუხობს.

2022 წელს ქალთა დასაქმების დონე 17%-ით ნაკლები იყო კაცებისაზე - რას ამბობს კვლევა, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნებულ და ადგილზე მუშაობის მსურველ ქალებს შორის ჩატარდა - კითხვებს კვლევის თანაავტორი მერი ჩაჩავა პასუხობს.

 2022 წელს ქალის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 31.7%-ით ნაკლები იყო კაცისაზე - რა აქტივობები ხორციელდება აჭარაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - კითხვებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე პასუხობს.