პროფესიული მომზადების პროგრამები
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების სფეროს გამოწვევებს ეთმობა.
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდე აჭარის საჯარო და კერძო სკოლებში საწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო. როგორც სკოლების ადმინისტრაციებში აცხადებენ კოვიდ- რეგულაციები დაცულია და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
სკოლებისგან განსხვავებით რეგიონის პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში სავარაუდოდ 1 მარტიდან განახლდება.
ამ ეტაპზე პროფესიული მომზადების პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
რომელ პროგრამებზე აქვს მიღება კოლეჯს „ახალი ტალღა“ და როგორ შეირჩევიან აპლიკანტები-ამაზე დღევანდელი, 1 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო კოლეჯის „ახალი ტალღა" დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი.