პლაგიატის პრევენცია

22 თებერვალი 2021, 17:10 17411 ნახვა

პლაგიატის პრევენცია

#კონტაქტი

პლაგიატი, როგორც პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ტექნოლოგიების განვითარებამ და გლობალიზაციამ , ერთი მხრივ გახსნა აკადემიური სივრცე და უფრო ერთიანი გახადა, მეორე მხრივ კი იგი სპეციფიკური პრობლემების წინაშე დააყენა, რომელთაგან ერთ-ერთი პლაგიატის ზრდაა .

„აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის პლაგიატის პრევენცია“- ეს იყო დღევანდელი , 22 თებერვლის გადაცემის თემა.

რა არის პლაგიატი, რატომ არის იგი არაეთიკური და დამაზიანებელი , რას მოგვცემს პლაგიატზე უარის თქმა , როგორ შეიძლება პლაგიატის პრევენცია, რას მოიცავს ანტიპლაგის პროგრამა- ამ  თემაზე სასაუბროდ 

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები  იყვნენ ნანა მაკარაძე , ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ნესტან ვარშანიძე , ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.