#ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საინფორმაციო კამპანია,# პროექტი “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის”

26 ნოემბერი 2020, 17:19 17919 ნახვა

#ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საინფორმაციო კამპანია,# პროექტი “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის”

#კონტაქტი

25 ნოემბერს დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია გლობალურ პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

გაერო-ს მონაცემებით , კოვიდ -პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა ქალებზე ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა. ამიტომ წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი ძალადობაზე სწრაფი რეაგირებაა.

დღევანდელი , 26 ნოემბრის გადაცემის პირველ ნაწილში ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ვისაუბრეთ . გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი , ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი ქეთევან ბერიძე.

„კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეთმო როპექტს “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის”, რომლის ონლაინ -პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს გაიმართა.პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ხორციელდება.ჩვენს რეგიონში პროექტზე დემოკრატიის ინსტიტუტი მუშაობს. პროექტის დეტალებზე დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა , პროექტის ასისტენტმა ნესტან კახაძემ ისაუბრა.